საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
*011865409407012*
KA011865409407012
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
17 / ივლისი / 2012 წ. № 314/ს
 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის N117 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“  და „ნ“ ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის მე–6 პუნქტის, მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად,

 

ვბრძანებ:

1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორს მიენიჭოს უფლებამოსილება:

ა) იშუამდგომლოს სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ;

) მიიღს გადაწყვეტილება სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;

) წარმოადგინოს სააგენტო მესამე პირებთან ურთიერთობაში;

დ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტები;

ე) დეპარტამენტისა და მისთვის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები;

ვ) ხელი მოაწეროს სააგენტოს სახელით გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

2.  ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები სააგენტოს მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორმა განახორციელოს 2012 წლის 16 ივლისიდან.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შესახებ“ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2007 წლის 27 თებერვლის N282 ბრძანება.

4. სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურმა უზრუნველყოს ამ ბრძანების გაცნობა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურებისათვის.

5. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



 

თავმჯდომარე
გიორგი გაბრიელაშვილი